ფოთში ,, ქალაქის პირველობა 64-უჯრიან შაშში’’ ჩატარდა 16 11 21
13 ნოემბერს, ხელბურთის დარბაზში ,,ქალაქ ფოთის პირველობა თენგიზ ბარამიძის სახელობის თასზე ,64-უჯრიან შაშში’’ საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და ვეტერან მოშაშეთა შორის გაიმართა.
საჯარო სკოლების მოსწავლეთა შორის : პირველი ადგილი ლევან ჭოჭუამ მოიპოვა მეორე და მესმე ადგილზე, ლაშა არველაძე და იზოლდა ლიპარტია გავიდნენ.
ვეტერანთა შორის: პირველი ადგილი ალექსანდრე გუბელიძემ მოიპოვა, ხოლო მეორე ადგილი, თანაბარი ქულებით, დავით შავგულიძემ და თამაზ ნაჭყებიამ გაინაწილეს, მესამე ადგილზე გაიოზ ქინქლაძე გავიდა. ა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების ძეგლთა დაცვის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ზურაბ ტიბუა, ტურნიში გამარჯვებულებს შეხვდა,წამატებები უსურვა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
აღსანიშნავია, რომ საუკეთესო პარტიისათვის ,,ნუგზარ პატარაიას სახელობის თასი ‘’ თამაზ ნაჭყებიას გადაეცა. საუკეთესო კომბინაციისათვის თასი ლუკა შენგელიამ მიიღო.
მონაწილე გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული მოშაშეები, დიპლომებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.