სიახლე 

დევნილთა სააგენტო, პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამას,ახორციელებს 16 11 21

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, პროფესიული განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით,„პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამას“ ახორციელებს,რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ იძულებით გადაადგილებულ პირებს, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფინანსებს.

პროგრამის მთავარ მიზანი დევნილთა და ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის დასაქმების პერსპექტივის შექმნა.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოცალური სამსახურის დევნილთა განყოფილების უფროსის ირაკლი ლეჟავას თქმით კურსდამთავრებულებს  შესაძლებლობა აქვთ სააგენტოს, საგრანტო პროგრამებში მიიღონ მონაწილეობა.

აღსანიშნავია რომ განაცხადების მიღება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში, 15 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება გაგრძელდება.

მსგავსი სტატიები