სოფელ შავღელეში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს 17 11 21
ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების რეაბილიტაცია დასრულდა. სტიქიამ სოფელ შავღელეში 13 სახლი დააზიანა, აქედან 11 სახლს სახურავი გადახადა, ორი სახლი კი მთლიანად დააზიანა. დაზიანებული სახლების ნაცვლად დაზარალებული ოჯახებისთვის, ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს, თერთმეტივე სახლი კი უკვე გადახურულია. აღსანიშნავია,რომ საქართველოს მთავრობის მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ხობის მუნიციპალიტეტს 190 ათასი ლარი გამოეყო. შავღელესთან ერთად სამშენებლო მასალები, ასევე გადასცა სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ, სტიქიისგან დაზარალებულ ოჯახებს. მანამდე კი ხობის მერიამ დაზარალებული ოჯახები დროებითი გადასახური მასალით უზრუნველყო. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს, ჭალადიდის, ახალი ხიბულის და ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულებში ძლიერმა ქარმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები, ელექტრო გადამცემი ხაზები და მოგლიჯა ხეები.