სიახლე 

,,კოლხი რაინდები“-მა ზესტაფონის გუნდი ,,არწივები“ 36 -11 დაამარცხეს 17 11 21

რაგბის, საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე,დასავლეთ საქართველოს გუნდებს შორის,,კოლხი რაინდები”-ს გამარჯვებით დასრულდა. მათ, 7 თამაშიდან 6 გამარჯვებით დაასრულეს და ახლა 28 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფებიან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ,,კოლხი რაინდები”- ს მწვრთნელს ირაკლი სასანიას ვესაუბრეთ.,მისი განცხადებით აღნიშნული გამარჯვება დიდი მოტივაცის მქონე და ძალიან საამაყოა. აღსანიშნავია რომ ჩემპიონატის პირველი ტურის ბოლო მე- 7 -ე მატჩი, თერჯოლაში გაიმართა,სადაც მათ ზესტაფონმა უმასპინძლა . მატჩი პირველივე წუთებიდან კოლხების უპირატესობით დაიწყო, რაც საბოლოო ანგარიშში აისახა და ,,კოლხი რაინდები“-მა ზესტაფონის გუნდი ,,არწივები“ 36 -11 დაამარცხა

მსგავსი სტატიები