როგორი იქნება მესამე თაობის,ეროვნული სასწავლო გეგმა 18 11 21
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვაზე მუშაობს,რაც საშუალო საფეხურზე , დიფერენცირებულ, მოსწავლის ინტერესებზე მორგებულ სწავლებას გულისხმობს. რეფორმის ფარგლებში სტანდარტზე დაფუძნებით განახლდება სახელმძღვანელოები და 2023-2024 სასწავლო წლიდან სკოლებს განახლებული სახელმძღვანელოები მიეწოდებათ.პარალელურ რეჟიმში დაწყებულია დაწყებითი საფეხურის გადახალისება და სახელმძღვანელოების გრიფირებაც. აღსანიშნავია,რომ ახალი სასწავლო გეგმა მოსწავლეებს სთავაზობს, სავალდებულო საგნებთან ერთად ინტეგირებულ და გაძლიერებულ კურსებს, (განკუთვნილი მოსწავლეებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებით აინტერესებთ ესა თუ ის საგნობრივი მიმართულება) პროექტულ აქტივობებს ,ხელოვნების, მუსიკისა და სამოქალაქო განათლების მიმართულებით. ამასთან აქტიურ ფაზაშია სკოლებთან მხარდამჭერი ჯგუფების საკონსულტაციო შეხვედრებიც.