სიახლე 

,,დებატები უკეთესი განათლებისთვის“- კონკურსში,ფოთელი მასწავლებლების წარმატება 18 11 21

პროექტის ,,დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, პირველად გაიხსნა დებატკლუბები ფოთში, როგორც პირისპირ, ასევე ჰიბრიდულ და ონლაინ რეჟიმში. პროექტის ფარგლებში ახლა უკვე 60 -მა დებატკლუბმა დაიწყო აქტიური მუშაობა მთელი საქართველოს მასშტაბით. ფოთიდან ორმა მასწავლებელმა მე-5-ე საჯარო სკოლიდან ნინო კილასონიამ და მე-12-ე საჯარო სკოლიდან სალომე ჯუღელმა, შეძლეს დიდი კონკურსის გავლა და მთელი საქართველოდან იმ მასწაველბელთა სამუშაო ჯგუფში მოხვედრა, რომლებიც გადამზადდნენ და მიიღეს დებატების კლუბის ხელმძღვანელთა კვალიფიკაცია.პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია რომ სკოლის მასწავლებლები და შემდგომ მოსწავლეები მსოფლიოში პოპულარულ და ეფექტურ საგანმანათლებლო ინსტრუმენტს, ფორმალურ დებატებს ეუფლებიან. აღნიშნული სასწავლო პროგრამა, საქართველოში ერთადერთი საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ასოციაციის წევრი ორგანიზაციის – საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის – მიერაა შემუშავებული.

მსგავსი სტატიები