სიახლე 

ფოთის საჭადრაკო კლუბში ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ტურნირი დასრულდა 30,11,2021

დღეს ფოთის საჭადრაკო კლუბ ,,ნანა’’-ში ,  ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი Xl  საჭადრაკო ფესტივალი, რომელშიც 70-მდე ფოთელი მოჭადრაკე ასპარეზობდა დასრულდა.

 აღსანიშნავია,რომ ფესტივალი რამდენიმე ტურნირად დაიყო.

9 წლამდე ჭაბუკებში პირველი ადგილი იაკობ რატიანმადაიკავა,ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გივიკო მუსერიძე და ალექსანდრე თარგამაძე გავიდნენ.

9 წლამდე გოგონათა შორის, პირველი ადგილის მფლობელი ნინო ლიპარტია გახდა, ხოლო მეორე და მესამე ადგილებზე ელენე ჯობავა და ნია ბერიშვილი გავიდნენ.

,,ღია ტურნირი’’-ში პირველ ადგილზე  წურწუმია ლუკა გავიდა,ხოლო მეორე და მესამე ადგილები, გაგა გვასალიამ და ანა სანიკიძემ დაიკავეს.

,,ელვისებურ ჭადრაკში’’ პირველი ადგილის მფლობელი: კახაბერ კიზირია გახდა, ხოლო მეორე და მესამე ადგილებზე : თეიმურაზ კვიკვინია და გიორგი სიჭინავა გავიდნენ.

7 წლამდე ჭაბუკებში, პირველი ადგილი ლუკა ძაძუამ დაიკავა,ხოლო მეორე და მესამე ადგილზე დემეტრე კვინჩია და გაბრიელ საჯაია გავიდნენ.

7 წლამდე გოგონათა შორის, პრველი ადგილი ნინი ცხადაიამ დაიკავა,ხოლო მეორე და მესამე ადგილზე : ივეტა სინიცინა და ბარბარე კალაძე გავიდნენ.

.საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ, პირველ ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს ასევე თასები გადაეცათ. შეგახსენებთ რომ აღნიშნული საჭადრაკო  ფესტივალი  ყოველწლიური ხასაიათისაა  და წელს ის 25 ნოემბერს დაიწყო.

მსგავსი სტატიები