სიახლე 

როდის და როგორ ჩატარდება სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდები 01 12 21

საჯარო სკოლის დირექტორობის გამოცდის მსურველები  სასერთიფიკაციო გამოცდის ჩატარებას   მეორე წელია ელოდებიან2020 წლის მარტში დაგეგმილი სერტიფიცირება მიმდინარე წელსაც არ გაიმართა და არც მომავალი გამოცდის ჩატარების თარიღი დაზუსტდა.

როდის ჩატარდება დირექტორობის მსურველთა გამოცდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფოთის საგანმანათლებლო რესურსს ცენტრის უფროსს გოჩა ქორქიას ვესაუბრეთ, მისი თქმით უწყება, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, „დირექტორის ახალ მოდელზე მუშაობს“, 2022 წელს კი, მას შემდეგ, რაც კონცეფციის შემუშავება მოხდება, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსი ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ სკოლის დირექტორთა სერტიფიცირების გამოცდა 2020 წლის მარტში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა განათლების სამინისტრომ პროცესი გააჩერა და განმარტა, რომ კორონავირუსის პანდემიამ საკონკურსო პროცესი შეაჩერა.

მსგავსი სტატიები