სიახლე 

როგორ მიმდინარეობს ,, განახლებული რეგიონების’’ პროგრამა 01 12 21

პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონის ცხრავე მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს.სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში, კერძოდ, ხობის მუნიციპალიტეტში პროექტი მოიცავს ცენტრალური პარკის რეაბილიტაციას, ფოთში აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაციას, ხოლო სენაკში ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული სკვერის და რუსთაველის ქუჩაზე არსებული პარკის რეაბილიტაციას. გათვალისწინებულია,რომ პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდეს ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდეს  და მოეწყოს ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. აღსანიშნავია,რომ ახალი პროექტების შედეგად განახლებული ურბანული მდებარეობები ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას.

მსგავსი სტატიები