სიახლე 

ფოთში,საკრებულოს პირველი სხდომა, ხმაურით დაიწყო 03 12 21

დღეს ფოთში ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში, ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ხმაურის ფონზე დაიწყო. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა სხდომაზე ბანერი ,,თავისუფლება მიშას” და აწგარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის ფოტოები გამოფინეს და წუთიერი დუმილით პატივის მიგებისაკენ მოუწოდეს საკრებულოს წევრებს, თუმცა მათ ეს მოწოდება არ გაიზიარეს რასაც ,,ნაციონალური მოძრაობის” პროტესტი მოჰყვა და თერთმეტივე წევრმა სხდომა დატოვა.”ქართული ოცნების” წარმომადგენელი ფეხზე არ წამოუდგა კოლეგას და თანაგრძნობა არ გამოხატა.”- განაცხადა საკრებულოს წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან დარეჯან ცხვიტარიამ აღსანიშნავია რომ საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ქართული ოცნების წევრი ალეკო ტყებუჩავა გახდა მას კანონის შესაბამისად 3 მოადგილე ყავს ესენია: საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მაია დოლბაია , თორნიკე კირთაძე და შალვა სარდალიშვილი. საკრებულოს თავმჯდომარე ნაციონალური მოძრაობის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს უარყოფს და უსაფუძვლოს უწოდებს.

მსგავსი სტატიები