სიახლე 

3 დეკემბერი შშმ პირთა საერთაშორისო დღეა 03 12 21

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ფოთის საჭადრაკო კლუბში, ფოთის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა სამსახურმა ,,ქალთა საბჭოსთან’’ ერთად, შშმ პირთა მონაწილეობით, ტურნირი ნარდში, შაშში და მკლავჭიდში ჩაატარა.აღნიშნულ ტურნირში 15მდე ბენეფიციარი იღებდა მონაწილეობას. აღსანიშნავია რომ ღონისძიება, შშმ პირთა ხელშეწყობას და საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას ისახავდა მიზნად. ტურნირის დასასრულს მათ მადლობის სიგელები გადაეცათ.

მსგავსი სტატიები