სიახლე 

,,ქალთა საბჭო ‘’ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, კამპანიაში ჩაერთო 07 12 21

25 ნოემბრიდან ,მსოფლიოს მასშტაბით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია მიმდინარეობს,რომელშიც საქართველოს,კერძოდ ფოთის ,,ქალთა საბჭოს ‘’ ორგანიზაციაც ჩაერთო.

დღეს მერიის სხდომათა დარბაზში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ,,ქალთა საბჭოსა და ქალთა კლუბი”-ს ერთობლივი შეხვედრა გაიმართა.

მოეწყო ფილმის ,,მე დავიკარგე საკუთარ სახლში“ ჩვენება და შეხვედრის მონაწილეებს შორის დისკუსია გაიამართა.

განიხილეს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და პრობლემის გადაჭრის გზები. შეხვედრის დასასრულს ,,ქალთა საბჭოს’’ წევრებმა, საზოგადოებას ჩართულობისა და ძალადობის აღკვეთისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

აღსანნიშნავია, რომ ორგანიზატორთა განცხადებით კვირეულის ფარგლებში არაერთი აქტივობაა დაგეგმილი.

მსგავსი სტატიები