სიახლე 

ფოთის ანსამბლი “იაგუნდი”- ლაურეატის წოდებით დაჯილდოვდა 08 12 21

2021 წლის 5 დეკემბერს თბილისში “არტ ჰოლის” საკონცერტო დარბაზში, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნული კონკურსი “მომავლის ვარსკვლავები” ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ფოთის ფოლკლორის ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა “იაგუნდი”-მა. ანსამბლი ლაურეატის წოდებით დაჯილდოვდა. ანსამბლის ხელმძღვანელის დარეჯან ჩოჩიას განცხადებით : მიღწეული წარმატება ძალიან სასიხარულო და საამაყოა. აღსანიშნავია რომ ანსამბლი , იაგუნდი” კონკურს-ფესტივალ ,,ზამთრის ზღაპარი ბათუმში“ მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი სტატიები