სიახლე 

ფოთში არსებული ეპიდვითარება კვლავ მძიმეა 09 12 21

ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ19-ის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქალაქში არსებულ ეპიდ ვითარება, ეპიდემიოლოგმა ნინო ჭანტურიამ შეაფასა. მისი განცხადებით მდგომარეობა საყურადღებოა, მითუმეტეს მაშინ, როცა გრიპის სეზონია და შესაძლოა კოვიდ 19-ის და გრიპის თანხვედრა მოხდეს.,, გასულ კვირას თუ გადავხედავთ ყველაზე მაღალი მაჩვენებლი 72 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ნამდვილად საყურადღებოა’’ განაცხადა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ნინო ჭანტურიამ.აღსანიშნავია რომ, ფოთში გრიპის უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს , აცრები გაკეთდა ბავშვებსა და ხანდაზმულებში. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას კვლავ დისტანციის დაცვისკენ და პირბადის ტარებისკენ მოუწოდებენ.

მსგავსი სტატიები