ამირან გამყრელიძემ ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთში შეხვედრა გამართა 10 12 21
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარ მიზანს სოფლებში მერის წარმომადგენლების ჩართულობით ვაქცინაციის კამპანიის გააქტიურება და აცრილთა სტატისტიკის გაზრდა წარმოადგენს.ცნობილია, რომ გურიის რეგიონში იმუნიზაციის ცენტრებში, 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებში აცრის მსურველთა რაოდენობამ იმატა,როგორც ჯანდაცვის სექტორში აცხადებენ, აღნიშნული საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულმა ფინანსურმა ღონისძიებამ განაპირობა.