სიახლე 

მეუფე გრიგოლი დეკანოზ ილია ჭიღლაძისთვის მღვდელმსახურების აკრძალვის საკითხს გამოეხმაურა 13 12 21

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი სინოდალური კომისიის მიერ დეკანოზ ილია ჭიღლაძისთვის მღვდელმსახურების აკრძალვის საკითხს გამოეხმაურა.,,თუ ამ კომისიას სასამართლოს უფლებები და სტატუსი აქვს მინიჭებული, მაშინ მას შეეძლო აეკრძალა საკითხის განხილვიდან გამომდინარე, მაგრამ მე არ ვიცი, მისი ლეგიტიმაციისა და უფლებამოსილების საზღვრები” – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადამისი თქმით, მღვდელმთავრის არასასურველ კონტექსტში მოხსენიება მოსაწონი არ არის. მეუფე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღება სინოდის პრეროგატივაა.შეგახსენებთ რომ დეკანოზ ილია ჭიღლაძეს, სინოდურმა კომისიამ მღვდელმსახურება აუკრძალა, დეკანოზი სინოდური კომისიის წევრებს რჯულის კანონის უცოდინარობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საქართველოს ეკლესიაში „ტოტალიტარული და რეპრესიული რეჟიმია“ ჩამოყალიბებული

მსგავსი სტატიები