სიახლე 

ქართული ფოლკლორის ამაგდარს იროდი ტიკარაძეს დღეს 80 წელი შეუსრულდა 15 12 21

ქართული ფოლკლორის ამაგდარს, იროდი ტიკარაძეს დღეს 80 წელი შეუსრულდა. ის გახლავთ, ფოთის მთავარი ლოტბარი, კულტურის დამსახურებული მოღვაწე და მრავალი ანსამბლის შემქმნელი,მათ შორის: “ფაზისი”, ქალთა ტრიო, “ნორჩი ფაზისელები”, ახალგაზრდული ანსამბლი “ფოთი”, “კოლხი ბიჭები’, “მახარია”. აღსანიშნავია რომ 27 წელი სათავეში ედგა საქალაქო კულტურის სახლს, შემდგომში ფოლკლორის ცენტრს, წლების მანძილზე იყო ფოთის სახელმწიფო თეატრის ლოტბარი, ხელმძღვანელობდა მუსიკალური სასწავლებლის ხალხურ-საკრავთა განყოფილებას, ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლს, თოჯინების სახალხო თეატრს და სხვადასხვა დროს ლანჩხუთის, დედოფლისწყაროს, აბაშისა და სენაკის ფოლკლორულ ანსამბლებს. 2015 წლიდან მოღვაწეობს ფოთის სალოტბარო სკოლაში. საიუბილეო თარიღი იროდი ტიკარაძეს, ფოთის მერიის თანამშრომლებმა მიულოცეს და მუნიციპალიტეტის სახელით ჯილდო გადასცეს. ასევე შეხვედრისას მერის მოადგიელესთან მამუკა პაპასკირთან ერთად სალოტბარო სკოლის პრობლემები და საჭიროებები განიხილეს,რომლის მოგვარებასაც დაპირდნენ. შეგახსენებთ რომ დღეს ფოთის სალოტბარო სკოლის ხელმძღვანელს, ფოთის საპატიო მოქალაქეს, ხელოვნების ქურუმს, საქართველოს დამსახურებულ პედაგოგს და ღირსების ორდენოსანს იროდი ტიკარაძეს 80 წელი შეუსრულდა.

მსგავსი სტატიები