სიახლე 

2021 წლის საუკეთესო შედეგის მქონე მუნიციპალიტეტად,ფოთიდასახელდა 16 12 21

საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით 2021 წელს საუკეთესო შედეგის მქონე მუნიციპალიტეტად ფოთის მუნიციპალიტეტი დასახელდა.

 ცნობილია, რომ 2019 წელს აღნიშნული ინდექსის მიხედვით ფოთი 36-ე ადგილს იკავებდა.

დედაქალაქში, მუნიციპალიტეტების 2021 წლის მუშაობის შეფასების შედეგების პრეზენტაცია და გამჭვირვალობის რეიტინგის პირველ ხუთეულში შემავალი მუნიციპალიტეტების დაჯილდოება გაიმართა, სადაც გამომსვლელებს სიტყვით ფოთის მერმაც მიმართა.

 ბექა ვაჭარაძემ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტების დანერგვის მიღწევებზე , გამოწვევებზე და საჭიროებებზე ისაუბრა.

პროექტი ხორციელდება კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) მიერ, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით

მსგავსი სტატიები