სიახლე 

აფხაზეთის მთავრობა ვაქცინაციის კამპანიაში „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ ჩაერთო 17 12 21

იმუნიზაციის პროცესის დაჩქარების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ჩაერთო კამპანიაში „ავიცრათ ერთმანეთისთვის“.

 კამპანიის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ჩართულობით სოფელ ჭითაწყარში, „ევექსის“ კლინიკაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს COVID-19-ის ვაქცინაცია ჩაუტარდათ.

ღონისძიების ფარგლებში დევნილებს მიეწოდათ ინფორმაცია ვაქცინების და იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ, ასევე გადაეცათ საინფორმაციო ბუკლეტები და სამედიცინო პირბადეები.

მოსახლეობას,ვაქცინაცია  ექიმ-სპეციალისტებმა,   ნებაყოფლობითი ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და ვაქცინაცია ჩაუტარეს.

იმუნიზაციის  ცენტრამდე დევნილების ტრანსპორტირება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტრომ უზრუნველყო.

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, იმუნიზაციის კამპანია საქართველოს ყველა რეგიონში გაგრძელდება.

მსგავსი სტატიები