სიახლე 

ფოთის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 23 მილიონი ლარით განისაზღვრა 17 12 21

დღეს ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის, საჯარო განხილვა გაიმართა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მომავალი წლის ბიუჯეტი 2021 წლის ბიუჯეტთან შედარებით 2 მილიონ 700 ათასი ლარით გაიზარდა.

შესაბამისად, გაიზარდა სოციალური პროგრამებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინსასებაც.

ფოთის მერის ბექა ვაჭარაძეს ინფორმაციით, 2022 წელს ფოთი 7 მილიონიან ტრანსფერს მიიღებს, რომელიც ინფრატრუქტურულ პროექტებზე იქნება მიმართული. მან ასევე ყურადღება გაამახვილა აღნიშნული დოკუმენტის მნიშვნელობასა  და სამომავლო პერსპექტივებზე.

აღსანიშნავია რომ ფოთის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 23 მილიონი ლარით განისაზღვრა.

მსგავსი სტატიები