სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 17 12 21

19 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +8, +13 გრადუსამდე დაიკლებს. 20 დეკემბერს შეედარებით გამოიდარებს და დათბება, ხოლო 21 დეკემბრიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი.
ფოთში 18დეკემბერს დღისით და ღამით ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი დროგამოშვებით წვიმას უნდა ველოდოთ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10+12 გრადუსი,ხოლო ღამით , +8 +10 გრადუსი იქნება.
19 დეკემბერს დღისითა და ღამით უმეტესად მოღრუბლული ამინდი გველოდება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 +11, ხოლო ღამით +7 +9 გრადუსი იქნება.

მსგავსი სტატიები