სიახლე 

საქართველოში „ომიკრონის“ 2 შემთხვევა გამოვლინდა 20 12 21

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ 2 შემთხვევა დადასტურდა,რის შესახებაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. აღსანიშნავია ,რომ ორივე საქართველოს მოქალაქეა რომლებსაც მოგზაურობის ისტორია აქვს აშშ-ში და ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, დუბაიში.ორივე მათგანი იზოლირებულია მიმდინარეობს 26 კონტაქტის კვლევა.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ექიმი, ეპიდემიოლოგი ,მედიცინის მეცნირებათა დოქტორი, ნინო ჭანტურია გვესაურება. მისი თქმით ,უპირობო გზა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ვაქცინაცია, სოციალური დისტანცია და პირბადის ტარებაა.შეგახსენებთ, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი პირველად სამხრეთ აფრიკაში, ნოემბრის ბოლოს დაფიქსირდა. მას სპეციალისტები ჯერ კიდევ იკვლევენ იმის დასადგენად, იწვევს თუ არა აქამდე აღმოჩენილ ვარიანტებთან შედარებით უფრო მძიმე დაავადებას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონი“ „ძალიან მაღალ” გლობალურ რისკს წარმოადგენს.

მსგავსი სტატიები