ჰიდროგრაფიული კომისია საქართველოს მიერ შემუშავებული დოკუმენტით იხელმძღვანელებს 20 12 21
საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის რიგით 22-ე ხმელთაშუა და შავი ზღვების კომისიაზე მიღებული გადაწყვეტილებით : ხმელთაშუა და შავი ზღვების ჰიდროგრაფიული კომისია საქართველოს მიერ შემუშავებული დოკუმენტით იხელმძღვანელებს. ცნობილია,რომ , საქართველომ, როგორც აღნიშნული კომიისიის რეგიონალურმა წევრმა სხვა ქვეყნებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ამავე კომისიის სტატუტის შეცვლის პროცესში, რომელიც კომისიის რესტრუქტური ზაციისა და პროცედურული საკითხების შეცვლას გულისხმობდა. წარმოდგენილი რვა ვერსიიდან საერთაშორისო ჰიდროგრაფიულმა ორგანიზაციამ საქართველოს ჰიდროგრაფიული ორგანიზციის მიერ წამოდგენილი დოკუმენტი შეარჩია, რომელიც ძალაში მომდევნო წლის მარტში შევა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჰიდროგრაფიული სამსახურის,საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ნინო ზარანდია გვესაუბრება. საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაცია (IHO) ხმელთაშუა და შავი ზღვების ჰიდროგრაფიულ კომისიებს ( MBSHC) ყოველ ორ წელიწადში იწვევს, მასში აღნიშნული ზღვების აუზის ქვეყნების ჰიდროგრაფიული უწყებები მონაწილეობენ და რეგიონში არსებულ ჰიდროგრაფიულ საკითხებს განიხილავენ, რომელიც საზღვრების დელიმიტაციას, საზღვაო რუკათა წარმოებას და ნაოსნობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ თემებს მოიცავს.