სიახლე 

დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში ცვლილებებია 21 12 21

დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში ცვლილებებია,რომელიც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ „სოფლად სახლის“ პროექტს შეეხო.

აღსანიშნავია რომ ერთსულიანი დევნილი ოჯახისთვის განსაზღვრული თანხა 22 000 ლარს შეადგენს, ხოლო ოჯახის ყოველ შემდგომ წევრზე 3000 ლარი ემატება. ცვლილებების თანახმად, შესასყიდი სახლის წარმოდგენისთვის იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, 3 თვის ნაცვლად, 6-თვიანი ვადა ეძლევათ.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის დევნილთა განყოფილების უფროსის, ირაკლი ლეჟავას განცხადებით აღნიშნული ცვლილებით, განსახლების პროცესი კიდევ უფრო დაიხვეწა და დევნილთა საჭიროებებზე მორგებული  გახდა,რადგან მთავარი პრიორიტეტი დევნილებისთვის საცხოვრებელი პირობების შექმნა უცვლელია.

ინტერვიუ

ცნობილია,დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის ცვლილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა.

მსგავსი სტატიები