სიახლე 

ფოთში ახალი მოწვევის საკრებულოს, მე-2-ე სხდომა გაიმართა 21 12 21

დღეს ფოთში ახალი მოწვევის საკრებულოს, მე-2-ე სხდომა გაიმართა ,რომელზეც 2022 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა. აღსანიშნავია,რომ სხდომას არ ესწრებოდნენ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ფოთის საკრებულოს  წევრები, პარტია ,,საქართველოსთვის’’ საკრებულოს წევრები კი კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ.

სხდომაზე  განიხილეს მრავალფუნქციური საცურაო კომპლექსის შექმნისა და მისი მნიშვნელობის საკითხი.

აქვე საუბარი იყო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის III კვარტლის შემოსულობების შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესახებ.

 ასევე ცვლილებები შევიდა ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებაში,კერძოდ, აპარატის უფროსის მოადგილის,  ახალი შტატი დაემატა და  ,,აპარატის საქმის წარმოების განყოფილება’’ ,,საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების განყოფილებად’’ გადაკეთდა.

საკრებულოს თავმჯდომარის, მოადგილეს, თორნიკე კირთაძის თქმით,  ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცება მთლიანად ფოთის მოსახლეობის საჭიროებებზე იქნება მორგებული.

შეგახსენებთ,რომ დღეს ფოთში საკრებულოს მე-2-ე სხდომა გაიმართა,რომელზეც   12 საკითხი განიხილეს.

მსგავსი სტატიები