ფოთის ცენტრალურ საავადმყოფო ბონონდში ორსულებს მშობიარობა უფასოდ შეეძლებათ 22 12 21
,,ფოთის ცენტრალურ საავადმყოფო-ბომონდი’’ -ში 24 დეკემბრიდან 14- იანვრის ჩათვლით, ორსულებს მშობიარობა და საკეისრო კვეთა ჩვენებიდან გამომდინარე,სრულიად უფასოდ შეეძლებათ.,,ფოთის ცენტრალური საავადმყოფო ბომონდი’’-ს სამეანო გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელის, ნოე მაცაბერიძეს განცხადებით, სხვა კლინიკებიდან ბომონდში გადმომისამართებული ყველა ფეხმძიმე, ქალთა კონსულტაციაზე დადგომის შემთხვევაში, მთელი ორსულობის პერიოდში უფასო კონსულტაციით ისარგებლებს.აღსანიშნავია, რომ ,,ფოთის ცენტრალურმა საავადმყოფო ბომონდი’’-მა ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდვითარების და შობადობის შემცირების ფონზე, მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 24 დეკემბრიდან 14- იანვრის ჩათვლით, ფეხმძიმე ქალებს მშობიარობა და საკეისრო კვეთა ჩვენებით, სრულიად უფასოდ შეეძლებათ.