სიახლე 

საქართველოში 1 იანვრიდან 10 იანვრამდე უქმე დღეები გამოცხადდა 23 12 21

საქართველოს მთავრობამ 1 იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად გამოაცხადა.აღნიშნული საჯარო დაწესებულებებს ეხება, ხოლო კერძო სექტორი გადაწყვეტილებას,დამოუკიდებლად მიიღებს.ცნობილია,რომ შეიცვალა სასკოლო არდადეგების პერიოდი. ფოთის საგანმანათებლო რესურსს- ცენტრის უფროსის გოჩა ქორქიას თქმით: ზამთრის არდადეგები მოსწავლეთათვის 29 დეკემბერს დაიწყება და 16 იანვრამდე გაგრძელდება. შეგახსენებთ რომ, საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად გამოაცხადა, გადაწყვეტილება, შესაძლოა ქვეყანაში კორონავირუსის “ომიკრონის” შტამის დადასტურებას უკავშირდებოდეს.

მსგავსი სტატიები