ფოთში ნაძვის ხის ანთების ცერემონია 25 დეკემბერს იგეგმება 23 12 21
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 7 იანვარს ფოთში საახალწლო-საშობაო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა- გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები.ფოთში ნაძვის ხის საზეიმო ვითარებაში ანთების ცერემონია 25 დეკემბერს იგეგმება აქვვე გაიმართება მოსწავლე -ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრთან არსებული სტუდია „ანა-ბანას“ და სამეჯლისო სტუდია „მზის გული”-ს კონცერტი. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების ძეგლთა დაცვის სპორიტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის ზურაბ ტიბუას განცხადებით: აღნიშნული თარიღი შესაძლოა უამინდობის გამო შეიცვალოს და დაგეგმილი ღონისძიება 26 დეკემბერს ჩატარდეს.