სიახლე 

ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქცია – #ავიცრათ ერთმანეთისთვის გამართეს 24 12 21

24 დეკემბერს, ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქცია – #ავიცრათ ერთმანეთისთვის გამართეს. კამპანიაში ჩართვის მოწოდება მათ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისგან მიიღეს.

ვაქცინაციის პროცესის  გააქტიურების მიზნით, ბრენდირებული ხალათებითა და პირბადეებით, სტუდენტებმა გადაიღეს ფოტოები და ჩაწერეს ვიდეომიმართვები, ასევე შთაბეჭდილების ბანერზე დატოვეეს სამოტივაციო მესიჯები.ზუგდიდის  უნივერსიტეტი რიგით მეცამეტე, საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც სტუდენტურ კამპანიას შეუერთდა. თავის მხრივ, სტუდენტებმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნოვერსიტეტის სტუდენტებს გაუგზავნეს გამოწვევა, კამპანიაში #ავიცრათერთმანეთისთის ჩართვის მიზნით.

ვაქცინაციის მხარდაჭერის მიზნით, სტუდენტური კამპანია – #ავიცრათერთმანეთისთვის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით, 26 ნოემბერს, ვაკის პარკში, დაიწყო. აღნიშნული პროექტი კომპანია „ქოლგას“ მხარდაჭერით ხორციელდება.აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ დაწყებულ კამპანიას პერმანენტულად სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების სტუდენტები შეუერთდებიან .

მსგავსი სტატიები