სიახლე 

სამხატვრო სკოლაში საახალწლო თემაზე შექმნილი ნახატების გამოფენა გაიმართა 27 12 21

ფოთში სამხატვრო სკოლაში საახალწლო თემაზე შექმნილი ნახატების გამოფენა და საახალწლო თემაზე შექნილი ანიმაციური ფილმების ჩვენება გაიმართა.სამხატვრო სკოლის დირექტორის მოადგილის, გრიგოლ ღვანიას განცხადებით შენობის რეაბილიტაციის შემდეგ, ყველა პირობაა შექმნილი იმსთვის, რომ მოსწავლეებმა ხატვა საფუძვლიანად შეისწავლონ . აღსანიშნავია რომ ამ დროისთვის სამხატვრო სკოლაში 70 მდე მოსწავლე ირიცხება, რომლებიც ხატვის, მინანქრისა და ანიმაციების შექმნის ხელოვნებას ეუფლებიან.სამხატვრო სასწავლებლის ისტორიული შენობა უნიკალური არქიტექტურული დეტალებით გამოირჩევა, მისი ავტორი გერმანელი ედმუნდ ფრიკია. სამხატვრო სკოლა მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენდა. რეაბილიტაციის პროექტი ფონდ “ქართუ”-მ, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად განახორციელა.

მსგავსი სტატიები