სიახლე 

პროტესტი ფოთში – ფირმა “ტაჰალში” დასაქმებული პირები კუთვნილ ხელფასს ითხოვენ 27 12 21

პროტესტი ფოთში, ფირმა ,,ტაჰალში” დასაქმებული პირები კუთვნილ სახელფასო ანაზღაურებას ითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, 100 მდე დასაქმებულს ოქტომბრის თვის ხელფასი ამ დრომდე არ მიუღია. კომპანია კი მათი საკითხის გადაწყვეტას 31 დეკემბერს ჰპირდება, რაც დასაქმებულთათვის მიუღებელია. ,,ტაჰალის” თანამშრომლები ფოთის მერს საკითხში გარკვევას და მედიატორის როლის შესრულებას სთხოვენ.ფირმა ,,ტაჰალში “კი ინტერვიუზე უარს აცხადებენ, პირად საუბარში კი ამბობენ რომ საკითხის გარკვევის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ცნობილია,რომ ,,ტაჰალი” ფოთში საკანალიზაციო სისტემის მონტაჟს ახორიციელებს.

მსგავსი სტატიები