სიახლე 

ფოთში 26 დეკემბერს საახალწლო დღეები მთავარ ნაძვის ხესთან საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა 27 12 21

ფოთში 26 დეკემბერს ,,საახალწლო დღეები” მთავარ ნაძვის ხესთან საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა,რომლის ფარგლებში მოსწავლე -ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრთან არსებული სტუდია „ანა-ბანას“ და სამეჯლისო სტუდია „მზის გული”-ს კონცერტი გაიმართა .აღსანიშნავია რომ 14 იანვრამდე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, დაგეგმილია ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები. გაიმართება კონცერტები ,როგორც ადგილობრივი, ასევე, მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით. ასევე 7 იანვარს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დაგეგმილია საახალწლო-საშობაო ღონისძიება, რომლის ფარგლებში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა- გაყიდვები და საბავშვო გასართობი სივრცეები.

მსგავსი სტატიები