სიახლე 

დღეს ფოთის N1 საბავშვო ბაღში საახალწლო ღონისძიება გაიმართა 29 12 21

ფოთში წინასაახალწლო სამზადისი, სხვადასხვა საჯარო თუ კერძო დაწესებულებებში აქტიურად მიმდინარეობს.დღეს ფოთის პირველ საბავშვო ბაღში, ტრადიციული საახალწლო ღონისძიება გაიმართა,რომლის ფარგლებშიც აღსაზრდელებმა სხვადასხვა მუსიკალური და მხატვრული ნომრები წარმოადგინეს. აღსანიშნავია,რომ პანდემიის გამო,რეგულაციებიდან გამომდინარე, ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდული იყო.დასასრულს პატარებს საახალწლო ნობათი გადაეცათ. ცნობილია,რომ ფოთის ყველა ბაღის აღსაზრდელს საახალწლო ნობათი ეტაპობრივად გადაეცემა, აღნიშნული აქტივობა ყოველწლიურად ხორციელდება.

მსგავსი სტატიები