სიახლე 

2022 წლის პირველი იანვრიდან პენსიები გაიზარდა 05 01 22

2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, იანვრიდან ასაკობრივი პენსია იზრდება.2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის გასაცემი თანხა 20 ლარით, 260 ლარამდე გაიზრდება.ამავე კანონის მიხედვით, 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია 25 ლარით იზრდება და 2022 წლის იანვრიდან 300 ლარით განისაზღვრება.

ფოთში მცხოვრები პენსიონერების ნაწილი  აღნიშნულს მიესალმება,თუმცა  თვლიან რომ პენსიის 20 ლარით მომატება გაძვირებული პროდუქტების ფონზე საკამარისი არ არის.

აღსანიშნავია რომ მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის 312 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 360 ლარი შეადგენს.

მსგავსი სტატიები