სიახლე 

გუშინ ხობში საახალწლო ღონისძიება გაიმართა 06 01 22

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. გუშინ საახალწლო ღონისძიება ხობში ჩატარდა. მოეწყო საშობაო ქარავანი, ბაზრობები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსებული იყო ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ხობში საახალწლო ღონისძიებები ორ საათზე დაიწო. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუამ ტკბილეული და საჩუქრები გადასცა. დღის განმავლობაში იმართებოდა ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი. საღამოს კი ხობელების წინაშე ჯგუფი ბანი და ღამის შოუს ბენდი წარდგნენ. საახალწლო ღონისძიება ხობში გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა .

მსგავსი სტატიები