სიახლე 

ფოთის მარცვლეულის ტერმინალმა მულტიფუნქციური შემნახველი ინფრასტრუქტურა შექმნა 06 01 22

ფოთის მარცვლეულის ტერმინალმა საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციური შემნახველი ინფრასტრუქტურა სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნა. კომპანიამ, შემნახველი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, სრული ინვესტიცია 7 მლნ ლარი განახორციელა, მათ შორის, 3,5 მლნ შეღავათიანი აგროკრედიტია, 500,000 ლარი კი, გრანტი. მულტიფუნქციური, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი 10,000 ტონაზე გათვლილი შემნახველი ინფრასტრუქტურა კომბინირებული საკვების წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის შესანახად არის განკუთვნილი.როგორც შპს-ში აცხადებენ : ფოთის მარცვლეულის ტერმინალი მაღალი ხარისხის ნედლულით უზრუნველყოფს საქონლისა და ფრინველისათვის კომბინირებული საკვების ადგილობრივ მწარმოებლებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომბინირებული საკვებწარმოების განვითარებას. აღსანიშნავია რომ 10,000 ტონა ნედლეული – არგენტინული წარმოშობის სოიოს შროტი ფოთის მარცვლეულის ტერინალმა უკვე მიიღო. ნედლეული საოკეანო ხომალდზე არგენტინის პორტ სან ლორენცოში დაიტვირთა. აღსანიშნავია, რომ სიოის შროტი საქონლისა და კომბინირებული საკვების წარმოებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია.

მსგავსი სტატიები