სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 10 01 22

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით: 10-11 იანვარს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში დღისით +13, +18 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი სინოპტიკოსების პროგნოზით მომდევნო სამი დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველოს, ბარში ძირითადად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ღამე მინიმალური ტემპერატურა ზოგან +6°-მდე დაეცემა, ხოლო დღის ზოგიერთ რაიონში +20°-მდე გაიზრდება.ხოლო დასავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მომდევნო სამი დღის განმავლობაში მოსალოდნელია ძირითადად წვიმა, ზოგიერთ მაღალმთიან რეგიონში კი მოთოვს. მთიანი რეგიონის ზოგ რეგიონში მინიმალური ტემპერატურა -1°-მდე დაეცემა, ხოლო ზოგიერთ რეგიონში +13°-მდე დათბება. რაც შეეხება მაღალმთიან ზონებს, აქ ყველაზე დაბალი ტემპერატურა ღამე -8°-ია მოსალოდნელი, ხოლო მაქსიმალური ტემპერატურა დღისით +9°-მდე გაიზრდება.13 იანვრიდან საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +3, +8 გრადუსამდე დაიკლებს.ფოთში 11 იანვარს დღისით +15 ღამით + 8 გრადუსია მოსალოდნელი,ძირითადად მოღრუბლული ამინდი გველოდება, დღის გამავლობაში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.12 იანვარს დღისით +15 ღამით +6 გრადუსია მოსალოდნელი, დღის და ღამის განმავლობაში დროგამოშვებით იწვიმებს. 13 იანვარს დღისით +8 ღამით კი ტემპერატურა +1 გრადუსსამდე დაეცემა,დღის განმავლობაში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა.14 იანვარს დღისით +5 ღამით +3 დღის განმავლობაში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა .15 იანვარს დღისით +7 ღამით +3 დღის განმავლობაში იწვიმებს .

მსგავსი სტატიები