სიახლე 

ფოთში,საახალწლო-საშობაო ღონისძიება ჩატარდა 10 01 22

ფოთში 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე, საახალწლო-საშობაო ღონისძიება ჩატარდა,რომლის ფარგლებშიც, ფოთის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები ინსტალაციები,საახალწლო სოფელი, საშობაო ბაზრობები , საბავშვო გასართობი სივრცეები და საზემოდ მორთული 23 მეტრი სიმაღლის ნაძვი. ქალაქში საახალწლო ღონისძიებები დილიდან დაიწყო, ,მოხეტიალე მუსიკოსებმა ფოთელებს ახალი წელი საშობაო ქარავანით მიულოცეს,ქალაქში მცხოვრებ პატარებს კი თოვლის ბაბუა ტკბილეულითა და საჩუქრებით გაუმასპინძლდა,სცენაზე ადგილობრივი ანსამბლების კონცერტები გაიმართა,საღამოს კი ფოთელების წინაშე ჯგუფი ბანი წარდგა. საახალწლო ღონისძიება მოგვიანებით, ფოიერვერკით დასრულდა.ცნობილია,რომ ქალაქში მოწყობილი საახალწლო-საშობაო ინსტალაციები, 20 იანვრამდე იქნება განთავსებული.

მსგავსი სტატიები