საკადრო ცვლილებები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ 11 01 22
“ნაციონალურ მოძრაობაში” სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდაპარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია გახდა, ნიკა მელიამ კი პარტიის თავმჯდომარეობის გარდა, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობაც შეითავსა,შესაბამისი გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიიღო.პარტიის გენერალური მდივანი კი “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი პეტრე ცისკარიშვილ გახდა.ოპოზიციური პარტია ცვლილებებს პოლიტიკური საქმიანობის გაძლიერებითა და გაჯანსაღებით ხსნის.მმართველი გუნდი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ცვლილებებს, შიდა პარტიულ დაპირისპირებებს უკავშირებს.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ და ფოთის საკრებულოს წევრს, ანა ჯოჯუას ვესაუბრეთ,მისი თქმით აღნიშნული ცვლილებები პარტიის გაძლიერებისკენაა მიმართული და არანაირ შიდა დაპირისპირებას არ აქვს ადგილი, ამასთან რეგიონებში,კერძოდ ფოთში სტრუქტურული ცვლილებები,ჯერჯერობით არაა მოსალოდნელი. შეგახსენებთ,რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გუშინ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.ენმ-ს შიდაპოლიტიკურ გადაადგილებებს სკეპტიკურად უყურებენ მმართველ გუნდში და აცხადებენ, რომ ცვლილებები “ნაციონალურ მოძრაობას” დიდად არ შეცვლის.