სიახლე 

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა 14 01 22

დღეს, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ამ დღის აღსანიშნავად,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით მუნიციპალიტეტების სხვადასხვა კულტურულ ძეგლებზე და ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშებია გამოფენილი. მორთულია დადიანების ზუგდიდის და სალხინოს სასახლეები, ნიკო ნიკოლაძის კოშკი ფოთში, სვანური კოშკი მესტიაში, სენაკის ისტორიული თეატრი და ნოქალაქევი, დროშები გამოფენილია მუნიციპალიტეტების ცენტრალურ ქუჩებზე. აღსანიშნავია რომ საქართველოში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს – ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან, 14 იანვარს, ყოველწლიურად აღინიშნება.

მსგავსი სტატიები