სიახლე 

0:01 / 1:41 მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ნათლისღებას აღნიშნავს 19 01 22

მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ნათლისღება ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. ის მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლობას უკავშირდება. ამ დღიდან იღებს სათავეს პირველი საეკლესიო საიდუმლო, ნათლობის წესი. საზეიმო ლიტურგია,დღეს საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა,ასევე ხდება წყლის კურთხევა ,რის შემდეგაც მრევლსა და ყველა მსურველს, ნაკურთხი წყლის სახლში წაღება და მიზნობრივად გამოყენება შეუძლია.ფოთის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინა და რამდენიმე ადამიანი გაქრისტიანდა . მრევლმა და სასულიერო პირებმა სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცეს.ნათლისღებიას სხვაგვარად ღვთის გამოცხადების დღესასწაულსაც უწოდებენ, რადგან სწორედ ამ დღეს განცხადდა ყოვლადწმინდა სამება,სწორედ ამიტომ ქრისტიანული სამყროსთვის ეს დღე ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია

მსგავსი სტატიები