სიახლე 

გაძვირდება, თუ – არა, პური? 19 01 22

მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ,რომ წისქვილკომბინატების ნაწილი იხურება,რამაც შესაძლოა პურის ფასზე იქონიოს გავლენა. ჩვენ დავინტერესდით,როგორ აფასებენ პურის მწარმოებლები ბაზარზე არსებულ ვითარებას, მოსალოდნელია თუ არა პურზე ფასის ზრდა და შეიძლება თუ არა ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას პრობლემა შეექმნას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარეს მალხაზ დოლიძეს ვესაუბრეთ, როგორც ის აცხადებს: ქვეყანაში ფქვილი ხელსაყრელ ფასად შემოდის და ამ ეტაპზე პურის გაძვირება არ იგეგმება. აღსანიშნავია რომ გასულ წელს პურის ფასმა 12%ით მოიმატა და საშუალოდ პურის ფასი 1 ლარიდან 2 ლარამდე მერყეობს.

მსგავსი სტატიები