სიახლე 

დღეს ფოთის ყველა საბავშვო ბაღმა მუშაობა განაახლა 20 01 22

დღეს ფოთში ყველა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებამ მუშაობა განაახლა. სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორს მაკა ზარანდიას თქმით, დღეს ბაღებში აღსაზრდელთა 15% გამოცხადდა. რაც შეეხება კოვიდ რეგულაციებს, პედაგოგთა და აღსაზრდელთა ტესტირება,კვლავ გეგმიურად გრძელდება. აღსანიშნავია რომ აღსაზრდელებს შენობაში შესვლამდე თერმო სკრინინგი უტარდებათ და ამასთან ყველა კოვიდ რეგულაცია მკაცრადკ ონტროლდება.ფოთში სულ 15 ბაღი ფუნქციონირებს,დღეს კი საერთო დამსწრეთა რადენობამ 221 შეადგინა.

მსგავსი სტატიები