სიახლე 

ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა 20 01 22

ფოთში საყოველთაო ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას იმუნიზაციის გააქტიურებისთვის მთავრობის მიერ შემუშავებული წამახალისებელი პროგრამები გააცნეს. კოვიდ რეგულაციების დაცვით, მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრაზე , ვაქცინაციის აუცილებლობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს ,რომ ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამის ფარგლებში საწყისი ასაკის 50 წლამდე დაწევა იმუნიზაციის ტემპს გაზრდის. შეხვედრაზე ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა მხეიძემ ადგილობრივებს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება გააცნო და არსებულ იმუნიზაციის ცენტრებზე ინფორმაცია მიაწოდა. აღსანიშნავია რომ ფოთში ვაქცინაცია 5 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი. იმუნიზაციის ცენტრბში აცრა ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინითაა შესაძლებელი.

მსგავსი სტატიები