სიახლე 

“ომიკრონის” შტამი ბავშვებში, სწრაფად ვრცელდება 24 01 22

კოვიდინფიცირების შემთხვევათა მატების გამო, კლინიკები გადატვირთულია. “ომიკრონის” შტამი ბავშვებშიც სწრაფად ვრცელდება. ათობით მცირეწლოვანი საქართველოს სხვადასხვა კლინიკაშია მოთავსებულია. იცვლება ბავშვების მკურნალობის პროტოკოლიც. როგორც ქალაქ ფოთის ცენტრალური საავადმყოფო ბომონდის ბავშვთა კოვიდ განყოფილების პედიატრი ნინო კირთაძე აღნიშნავს: ბავშვებში ომიკრონის შემთხვევებმა მოიმატა. მისი თქმით ამ დროსთვის,ფოთის ცენტრალურ საავადმყოფო ,,ბომონდში” 7 ბავშვი იმყოფება. ,,თუ ბავშვს აქვს მაღალი ტემპერატურა რომელიც ექვემდებარება სიცხის დამწევს და არ აქვს სხვა თანხმლები სიმპტომები, მისი მართვა სრულიად არის შესაძლებელი სახლის პირობებში აღნიშნავს პედიატრი.ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი” განსაკუთრებით დიდ საფრთხეს 60 წელს გადაცილებული პირებისთვის წარმოადგენს. ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთადერთი საშუალება კი კვლავ ვაქცინაციაა.

მსგავსი სტატიები