22 იანვარს ხანძარი იყო ფოთში, კოსტავას ქუჩაზე 24 01 22
22 იანვარს ხანძარი იყო ფოთში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში. ერთი ბინა სრულად , ერთი კი ნაწილობრივ დაიწვა. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშობდა. როგორც ფოთის მერიაში აცხადებენ: ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მერია შესაბამისი პროგრამის ფარგლებში ფინანსურ დახმარებას გაუწევს. ზარალის ოდენობას,მერიის სამსახურის წარმომადგენლები,ადგილზე შეისწავლიან და დაზარალებულ ოჯახებს შესაბამისი კომპენსაცია გადაეცემათ,ამასთან საჭიროების შემთხვევაში ფოთის მერია დაზარალებულ ოჯახებს დროებით საცხოვრებელი ქირითაც უზრუნველყოფს. ხანძარი კოსტავას ქუჩაზე არსებულ ოთხსართულიან კორპუსში გაჩნდა, ხანძრის ლიკვიდაცია დროულად მოხდა და კორპუსის არცერთი მცხოვრების ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია,ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით არ არის ცნობილი.