სიახლე 

ფოთში საპროტესტო აქცია ,,სისტემა კლავს” გაიმართა 25 01 22

“სისტემა კლავს” ამ ლოზუნგით საპროტესტო აქცია გაიმართა ფოთის პოლიციის შენობასთან, აქ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და თბილისში პოლიციელის მიერ შშმ პირის ცემის ფაქტი დაგმეს. ” გირჩის” წარმომადგენელის ლევან ბერიძის განცხადებით ” რა სისტემაც “ქართულმა ოცნებამ” ჩამოაყალიბა სწორედ ეს სისტემა კლავ,ს ამის დასრულება კი მხოლოდ მოქალაქეებს შეუძლია. ცნობისთვის, გუშინ 24 იანვარს სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, როგორ ძალადობს პოლიცია შშმ პირზე. დღეს კი ძალადობის ფაქტზე ორი პოლიციელი დააკავეს, ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ცოტა ხნის წინ გაკეთდა.

მსგავსი სტატიები