სიახლე 

დაასრულებს თუ არა ,,ომიკრონი” პანდემიას 26 01 22

საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად: პირები, რომლებსაც კორონავირუსისთის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდათ, მაგრამ ტესტი არ გაუკეთებიათ და ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, ვირუსგადატანილებად ჩაითვლებიან და ე.წ. მწვანე პასპორტს მიიღებენ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ფოთის ეპიდემიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ნინო ჭანტურია ეხმაურება, როგორც ის აცხადებს : ,,ომიკრონი’’ დომინანტი შტამია და იმდენად სწრაფად ვრცელდება,რომ შესაძლოა სწორედ ის გახდეს პანდემიის დასასრული, შესაბამისად საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება რელევანტურია .ცნობისათვის,კოვიდ ტესტის გარეშე მიღებული ,,მწვანე პასპორტი’’–ს ინიციატივა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს ეკუთვნის.

მსგავსი სტატიები