ფოთის გუნდი ჭაბონამა, მასტერ ლიგის ტურნირზე 26 01 22
დღეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის, მერიის, კულტურის განათლების ძეგლთადაცვის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ზურაბ ტიბუამ და 7×7-ზე ფეხბურთის ასოციაციის წარმომადგენელმა ლაშა ჭეიშვილმა, მასტერ ლიგის ახალ პროექტზე – საფეხბურთო ტურნირზე ისაუბრეს. აღნიშნული ტურნირი ქობულეთში ჩატარდება და მასში, 10-მდე საფეხბურთო გუნდი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, ფოთის გუნდი ჭაბონამა. აღსანიშნავია რომ პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით რეგიონალური და მუნიციპალური ჩემპიონატები გაიმართება.