სიახლე 

ფოთში, ახალი საზღვაო ნავსადგური გაიხსნა 31 01 22

„პეის ჯგუფისა“ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) ერთობლივი ძალისხმევით ფოთში ახალი ნავსადგურის მშენებლობა დასრულდა.ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის“ გახსნის ოფიციალური ცერემონია დღეს, ფოთში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის სხვა წევრები, ასევე პარლამენტის წევრები დიპლომატიური კორპუსისა და საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლები დაესწრნენ,მათ შორის ამერიკის ელჩი კელი დეგნანი.ახალი ნავსადგური საქართველოს საზღვაო სექტორში მიმდინარე პროექტებს შორის აქამდე რეალიზებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და მისი ღირებულება 120 მილიონ დოლარს აღწევს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ (DFC) ნავსადგურის მშენებლობის პროექტი 50 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა, რაც ამ ორგანიზაციის მიერ ერთ პროექტზე გამოყოფილი ყველაზე დიდი ინვესტიციაა რეგიონში. ნავსადგურის მშენებლობის ფარგლებში განხორციელდა 93 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, აშენდა მასშტაბური ჰიდროტექნიკური ნაგებობები და როგორც პროექტის ხელმძღვანელები აცხადებენ: პროექტის სრულად დასრულების შემდეგ საქართველოს ერთიანი სანავსადგურე ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობა 3.5 მილიონი ტონით გაიზრდება.

მსგავსი სტატიები